საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 33 შემთხვევაა დადასტურებული.კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 427 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 73 პაციენტი რჩება.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.