საფრანგეთში საჯარო დაწესებულებების ნაწილი დაიხურება

15 მარტი 2020, 12:08 1653 ნახვა

ჩინეთი კორონავირუსის გამო ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს. ბოლო 24-საათში ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები ქვეყნის მაშტაბით აღარ ვრცელდება, უმეტესი შემთხვევები საერთაშორისო მგზავრებშია. გადაადგილება აღდგა ქვეყნის შიგნით. ჩაკეტილი 1 119 გზატკეცილიდან მოძრაობა მხოლოდ ორ გზატკეცილზეა შეჩერებული.

რაც შეეხება ესპანეთს.ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონა გომეზს, კორონავირუსი დაუდგინდა, -. პრემიერი და  მისი მეუღლე მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან“. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 191-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში მოქალაქეებს სახლების დატოვება ეკრძალებათ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი მედიკამენტებისა და საჭირო მარაგის საყიდლად გადიან .აქვე გეტყვით, რომ  აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ტრამპმა ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ბრაზილიის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც მან გასულ კვირას უმასპინძლა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი