ქობულეთში პოლიცია სავარაუდოდ თვითიზოლაციაში მყოფი პირის  შეჩერებას ცდილობს - ლელა ვერულიძე

13 მარტი 2020, 14:40 8698 ნახვა

 

 „რამდენიმე წუთის წინ, ხუცუბნის ცენტრალურ გზაზე სასწრაფოს ბრიგადა გარბოდა“,  - ამის შესახებ ინფორმაციას, ქობულეთის მუნიციპალიტეტს საკრებულოს დეპუტატი ავრცელებს.

როგორც ლელა ვერულიძე სოციალურ ქსელში წერს,   მედიკოსები და სამართალდამცველები სავარაუდოდ თვითიზოლაციაში მყოფი პირის  შეჩერებას ცდილობს. მისივე ინფორმაციით, პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და დადგენილი წესი დაარღვია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი შს სამინისტროში აზუსტებს რას უკავშირდება ინცინდენტი.  

ჩვენი ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესის დამრღვევი ახალგაზრდა კაცი  ბათუმის კარანტინში გადმოჰყავთ. 

გუშინ ბათუმში​ თვითიზოლაციის დარღვევის გამო, პოლიციამ მოქალაქე კარანტინში იძულებით გადაიყვანა. ის  ავტომობილით გადაადგილდებოდა.


უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, რის შემდეგაც დამრღვევი მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მთავრობის მეთაურის დავალებით, საპატრულო პოლიცია ამ კუთხით მკაცრ კონტროლს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში კი, მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი