ხულოში ახალგაზრდული პლატფორმა ამუშავდება. ამერიკული საგრანტო პროექტის ,,თემის ელჩები“ გამარჯვებულებმა საელჩოსგან 4000 ამერიკული დოლარი გრანტი მიიღეს. პროექტში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც ახალგაზრდობას სხვადასხვა სასწავლო აქტივობებსა და შეხვედრებს შესთავაზებენ.
საგრანტო ფონდი ცენტრისთვის ტექნიკის შეძენასა და ხუთი სასწავლო მოდულის განხორციელებისთის დაიხარჯება. ცენტრი ოფიციალურად ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად გახსნეს.