ბათუმი ჩინელ ტუროპერატორებსა და ჟურნალისტებს მასპინძლობს. მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. აჭარაში ჩამოსვლამდე ინფოტურის მონაწილეები თბილისის, კახეთისა და მცხეთის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ.