საჭიროების შემთხვევაში არდადეგები გახანგრძლივდება - ჯანდაცვის მინისტრი

06 მარტი 2020, 13:57 9659 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში არდადეგები გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა ეპიდემიის მიმდინარეობას აკვირდება და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. 

„ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის გამო სკოლებსა და ბაღებში 16 მარტამდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე საქართველოში ახალი ვირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი