საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, თუმცა მე-5 რაუნდი როდის გაიმართება კვლავ უცნობია. შეთავაზება, რაც უმრავლესობამ საჯაროდ გაავრცელა, პარტიებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესებაა. ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამს და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ამასთან ერთად, მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
კანონში ცვლილებების შესატანად და შეთანხმების მისაღწევად კი ერთი კვირა რჩება. საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა, გააკეთა კომენტარი. კარლ ჰარცელის განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობები შეთანხმების.