სადეზინფექციო სამუშაოები მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში

03 მარტი 2020, 10:26 1173 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გადაწყვეტილება სამთავრობო უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალი და ერთიანი მომსახურების ცენტრის - თბილისის და რუსთავის ფილიალები.

სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალსა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ფილიალებში.

გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი.კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარე კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარდება. ასევე გაგრძელდება ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი