დაბინძურებული, მოუწესრიგებელი და სახიფათო ხელსაბანები სოფლის სკოლებში

28 თებერვალი 2020, 17:05 3520 ნახვა

ქობულეთის, სოფელ დაგვის საჯარო სკოლაში საპირფარეშო ეზოშია, ხელსაბანი კი შენობაში. სასწავლო დაწესებულებას ორი კორპუსი აქვს, ერთში 9 კლასამდე მოსწვალეები სწავლობენ, მეორეში კი, რომელიც სხვა ტერიტორიაზეა - უფროსკლასელები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სველი წერტილების ნაწილი მოუწესრიგებელია, ხელსაბანი ნიჟარები ჭუჭყიანი, არ არის თხევადი საპონი, იატაკზე დგას წყლის გუბეები.

რაც შეეხება მეორე კორპუსს, სკოლას გარეთაც აქვს საპირფარეშო და შიგნითაც. შიდა საპირფარეშო მეტნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა გარე საპირფარეშო ამორტიზებული და მოუწესრიგებელია. არაა ონკანი და წყალი. 

დირექტორი ამტკიცებს, რომ ბავშვები მხოლოდ შიდა საპირფარეშოთი სარგებლობენ.

სკოლის ადმინისტრატორი კი ამბობს, რომ ბავშვები ხელის დასაბანად გარე საპირფარეშოდან შენობაში შემოდიან. 

''მიუხედავად იმისა, რომ წყალი ძალიან ახლოს არ არის, დამლაგებელი ჭურჭლით ეზიდება და აწესრიგებს. რეცხავს ალაგეს, ხსნარებს იყენებს. სითხისთვის საპირფარეშოში ადგილი არ არის, დამლაგებელს აქვს. მოსწავლეებიც იყენებენ. ჩვენ გაკვეთილებიდანაც ვუშვებთ, რომ ხელები დაიბანონ. სველი წერტილი საპირფარეშოს არ აქვს, ხელის დასაბანად შიგნით შემოდიან'' - აცხადებს ხათუნა მიქელაძე. 

დაგვის სკოლაში არსებულ ვითარებაზე აჭარის განათლების სამინისტროში იციან. ამბობენ, რომ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, მაგრამ ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. უწყების განმარტებით, სკოლებში არსებული რესურსი უნდა გამოიყენონ და ჰიგიენის ზომები მაქსიმალურად დაიცვან.

ქობულეთის საკრებულოს დეპუტატს მაუწყებლის ჟურნალისტმა სკოლის საპირფარეშოების ფოტოები აჩვენა. ლია შაქარიშვილპრობლემას ვერ ხედავს, ამბობს, რომ ეს უფრო ინფრასტრუქტურული პრობლემაა. 

დაგვის სკოლაში ჯამში ორივე შენობაში 231 მოსწავლე.

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი