"ძალიან სამწუხაროა როცა შენს საქმეს აკეთებ და გადაგიყვანენ სხვაგან, მაგრამ მე არ მიმიღია გადაწყვეტილება" - ვახო ხუზმიაშვილი

25 თებერვალი 2020, 22:04 1809 ნახვა

აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშვირებით ვახო ხუზმიაშვილი გადაცემა "მთავარი"-ის სტუმარი იყო.

წამყვანის შეკითხვაზე; მიმდინარეობს თუ არა მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებებისკენ მიმართული ქმედებები. დირექტორის მოადგილემ აღნიშნა რომ; ის ტელევიზიაში ახლა მოვიდა და არ იცის მანამდე რა ხდებოდა. 

თეონა ბაკურიძე: ნათია ზოიძის შემდეგ, პროდიუსერი ნათია შავაძე გაუშვეს ისე, რომ არ შესთავაზეს არაფერი.
მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურს ჩამოაშორეს, მიმდინარეობს ახალი ამბების უფროსზე დისციპლინური წარმოება... თქვენი შეფასებით,  ეს არ არის სარედაქციო პოლიტიკისის შეცვლისკენ მიმართული ქმედებები? 

ვახო ხუზმიაშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ შენს საქმეს აკეთებ და გადაგიყვანენ სხვაგან,  მაგრამ არ მიმიღია გადაწყვეტილება. მე დღეს მოვედი და არ ვიცი რა ხდებოდა ტელევიზიაში...

შეგახსენებთ; გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, მაუწყებელში უფროსის მოადგილის შტატი გაუქმდა. ხელშეკრულება 4 თანამშრომელს შეუწყვიტეს, სანაცვლოს კი სხვა პოზიციაზე მუშაობა შესთავაზეს. 

საშტატო ერთეულების გაუქმებას მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ალტერნატიული პროფკავშირების პროტესტიც მოჰყვა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი