ჟურნალისტების მიმართვა მრჩეველთა საბჭოსა და მაუწყებლის დირექტორს  

24 თებერვალი 2020, 20:41 1392 ნახვა

ეს პირველი შემთხვევა არაა რაზეც ეჭვი წინასწარ გვქონდა და გამართლდა - მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი გახდა. ის, რომ ხუზმიაშვილი ტელევიზიაში მაღალ თანამდებობას დაიკავებდა, ამაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც ვრცელდებოდა. ხუზმიაშვილი წარსულში ტელეკომპანია იბერიაში, იმედში, მეცხრე არხზე და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა. 2008 წლამდე კი, წლების მანძილზე გადაცემა პატრულში, რომელსაც მაშინ გურამ დონაძის ვიდეო პატრულს ეძახდნენ. ამ კონკურსის პარალელურად ხმაური მოჰყვა კონკურსანტებთან ახალი ამბების სიუჟეტის განხილვას. ამასთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ კომისიამ სხდომა საერთოდ დახურა. ოქმში წერია, რომ სხდომაზე მყოფმა ჟურნალისტმა ნათია ლომაძემ ფოტო პირადი მიზნებისთვის გადაიღო, არადა ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. ნათია ლომაძის და ჯენი კვანტალიანის ეპიზოდებზე დირექტორმა მოკვლევა დაიწყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი