საქართველოში ჩინურ კომპანიებს მოსთხოვეს, სპეციალისტები არ ჩამოიყვანონ - კორონავირუსი

24 თებერვალი 2020, 10:14 1771 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს, ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვეს. 

შეზღუდვა გაგრძელდება ვიდრე შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.

''მსგავსი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა'' - წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესდა. 

საქართველოს მასშტაბით ჩინური კომპანიები არაერთ პროექტს ახორციელებენ. დასაქმებული ჰყავთს ასევე საკუთარი ქვეყნიდან ჩამოყვანილი სპეციალისტები.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 76 936-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2442-ს მიაღწია. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია. მათ შორის, ვირუსი პირველად დაფიქსირდა ლიბანსა და ისრაელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი