''გარეული გედები " - სპექტაკლის პრემიერა შედგა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
წარმოდგენა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ დადგა. მასში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები და საბავშვო თეატრალური სტუდიის აღსაზრდელებიც მონაწილეობენ. სპექტაკლი ელიზასა და მისი 11 ძმის ისტორიას გვიყვება . ეს ქეთი დოლიძის პირველი საბავშვო სპექტაკლია .