თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ 4 მოქალაქე მოათავსეს. აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
1 ახალგაზრდა ქალია, 3 კი ვაჟი. პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათ გამოკვლევები უტარდებათ.