ჟურნალისტების დისკრედიტაცია და ზეწოლა - ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა?

22 თებერვალი 2020, 15:04 1651 ნახვა

ჟურნალისტების დისკრედიტაციასა და ზეწოლაზე საუბრობს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის მთავარი გამოშვების რედაქტორი. მაია მერკვილაძე საუბრობს, რომ მართლდება ის მოლოდინები, რაც მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ ჰქონდათ. ზეწოლაზე საუბრობს ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანიც, რომლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი დირექტორის მოადგილეობის კანდიდატებს, გასაუბრებაზე შეაფასებინეს. 

რატომ განიხილავდნენ სიუჟეტს კანდიდატებთან? რომელზეც მოკვლევა თვითრეგულირების საბჭომ 20 თებერვალს დაასრულა, გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტ ნათია ლომაძისთვის ეს მოულოდნელი იყო. ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი ამბობს, რომ მან იურიდიული სამსახურის უფროსს ნინო უტიაშვილს, რომელიც ეიჩარის მოვალეობასაც ასრულებს ჰკითხა, იყო თუ არა თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებული.

რაზეც პასუხად მიიღო, რომ სამოტივაციო ნაწილის მოსამზადებლად საბჭოს 5 სამუშაო დღე აქვს. ასევე შორენა ღლონტი დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა კომისიამ, კონკრეტულად ჯენი კვანტალიანის ამ სიუჟეტზე მოესმინა კონკურსანტების მოსაზრებები და რატომ გახდა საერთოდ შინაარსობრივ მსჯელობაში შესვლა საჭირო, როცა დირექტორის მოადგილეს არ უნდა ჰქონდეს შინაარსობრივ ნაწილში ჩარევის უფლება. ამის შემდეგ ჟურნალისტ ნათია ლომაძეს, კონკურსზე ფოტოს გადაღება აუკრძალეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში