ფეისბუქი მომხმარებელთა საჩივრებს განსახილველად დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის.
"ვქმნით დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს იმისთვის, რომ მოხდეს მომხმარებლების საჩივრების განხილვა Facebook-ის კონტენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცუკერბერგმა.
"ამ ქმედებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს კომპანიას, მაგრამ სამომავლოდ ეს ყველასთვის კარგი იქნება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2019 წელს ივლისის თვეში, აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა „ფეისბუქი“ მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაუცველობის გამო, 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.