რუსეთში "ფეისბუქი" დაბლოკეს

04 მარტი 2022, 23:32 2198 ნახვა

რუსეთის კომინიკაციების სააგენტო "როსკომანდზორმა" რუსეთის ტერიტორიაზე "ფეისბუქი" დაბლოკა.

სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბრიდან "ფეისბუქის" მიერ რუსული მედიისა და საინფორმაციო რესურსების დისკრიმინაციის 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე განცხადებით, ბოლო დღეებში სოციალურმა ქსელმა შეზღუდა წვდომა ანგარიშებზე: ტელეარხი Zvezda, RIA Novosti news. სააგენტო Sputnik, Russia Today, საინფორმაციო რესურსები "Lenta.ru" და "Gazeta.ru"

დღეს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ გამოსცა ახალი კანონი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკ ნიუსების“ გავრცელების წინააღმდეგ; კანონი 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში