Facebook Messenger-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. მომხმარებლების ნაწილი აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.
ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა 48% გზავნილების გაგზავნის პრობლემა აქვს, 31% შეტყობინებების მიღება უჭირთ, ხოლო 21% აპლიკაციაში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.
რამ გამოიწვია სოციალური ქსელები შეფერხება ჯერ ჯერობით უცნობია. კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.