რუსეთის მედიის მარეგულირებელმა "როსკომნადზორმა" ქვეყანაში "Facebook"-ის შემდეგ "Twitter"-იც დაბლოკა.
"როსკომნადზორის" განცხადებით, ეს არის საპასუხო ღონისძიება რუსული მედიის ანგარიშების დაბლოკვისთვის.
მანამდე, რუსეთს დუმამ საჩქაროდ მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინების ფიზიკური და იურიდიული პირების დასჯას, ვინც შეგნებულად გაავრცელებს "დამახინჯებულ ინფორმაციას" უკრაინაში რუსეთის "სამხედრო ოპერაციის" თაობაზე.