"Facebook"-ი და "Messenger"-ი შეფერხებით მუშაობს

23 მარტი 2022, 21:04 3428 ნახვა

"Facebook"-ის და "Messenger"-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს. 

როგორც მომხმარებლები წერენ, ისინი ვერ ახერხებენ შეტყობინებების მიღებას და ასევე გაგზავნას. შეუძლებელია ვიდეოზარის განხორციელებაც. ასევე ვერ ახერხებენ დაპოსტვას და ფოტო/ვიდეოს ატვირთვას.​

კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში