აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ შემოსავლების სამსახურს სხვა მეწარმეები უნდა გაეფრთხილებინა - თამაზ ბაკურიძე

18 თებერვალი 2020, 16:36 2298 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და თამბაქოს მწარმოებლები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას შეხვდნენ. მათი განმარტებით, მთავრობაში მათ განუცხადეს, რომ შემოსავლების სამსახური შეცდომაშია შესული, მათ სხვა მეწარმეები უნდა გაეფრთხილებინათ.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის ადმინისტრაციისგან კიდევ ერთხელ მიიღეს დაპირება, რომ ადგილობრივი წარმოების თუთუნზე რეგულაცია არ გავრცელებდებოდა და  მათ მუშაობის  ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება შეუძლიათ.

აჭარის მთავრობაში გადანაცვლებამდე თამბაქოს მწარმოებლები აჭარის მაუწყებელთან შეიკრიბნენ. ისინი პირდაპირ ეთერს ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ შემოსავლების ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათთვის მიცემული პირობა დაარღვია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი