საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ სულხან სალაძეს შეხვდნენ.
როგორც იცით, ხვალ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც გადაწყდება დაუჭერენ თუ არა მხარს დირექტორის გადაწყვეტილებას საშტატო ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მიმდინარე საკითხებზე საუბრობენ იურისტთან ჟურნალისტები.
საშტატო მიმართულებით ცვლილება სამსახურების უფროსების მოადგილეების გაუქმებას გულისხმობს.