საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.