საპროტესტო აქცია სასტუმრო „შერატონთან“  

22 იანვარი 2025, 09:33 96 ნახვა

ბათუმში შერატონთან გუშინ აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა და პარტია გახარია „საქართველოსთვის წარმომადგენლებმა გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის კადრების მათთვის გადაცემა მოითხოვეს.

სასტუმროს ადმინისტრაციამ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ კადრები გამოძიების ფარგლებში წაიღეს და მათ აღარ აქვთ. მათივე განმარტებით, სამართალდამცავ ორგანოს ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია გადაეცა.

მოგვიანებით გახარიას პარტიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოძიებას პროკურატურა აგრძელებს. განცხადებაში წერია, რომ საქმის პროკურორისგან დეტალებზე ინფორმაცია ვერ მიიღეს. ტექსტის თანახმად საქმეზე  არ გამოკითხულა თავად გიორგი გახარიაც. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი