ჩინეთში, ქალაქ უხანში ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორი, ლიუ ჩიმინგი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
17 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსის სულ 70 548 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 1 563-ს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 1 770 ადამიანი გარდაიცვალა, 10 844 კი გამოჯანმრთელდა.