ჩინეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 105 ადამიანი გარდაიცვალა

17 თებერვალი 2020, 11:01 1673 ნახვა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10 844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს. გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციაში გადაადგილებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გზებზე მოძრაობა აკრძალული აქვს ყველანაირ ავტომობილს. დახურულია პროვინციაში მოქმედი ყველა კომპანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი