იაპონიის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაადასტურა, რომ იაპონიაში კორონავურუსით პირველი ქალი პაციენტი გარდაიცვალა.
80 წლის გარდაცვლილი მესამე ადამიანია მსოფლიოში, რომელიც ჩინეთის ტერიტორიის გარეთ დაიღუპა.
პაციენტს ვირუსის სიმპტომები 22 იანვარს გამოუვლინდა. იგი 1 თებერვალს პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორონავირუსი მას, გარდაცვალების შემდეგ დაუდგინეს.
ამჟამად იაპონიაში კორონავირუსის 248 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის არიან საკრუზიო გემ „Princess Diamond”- ზე მყოფი მგზავრები.