რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს-ამის შესახებ გრიგორი კარასინმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი"ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსული წარმომადგენლობის დონე ჯერ არ არის განსაზღვრული, შესაბამისად უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში.
14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართება.
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.
პრემიერის თქმით კი, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის