თამარის დასახლებაში ბარაკებში სახლის ნაწილი ჩამოიშალა

13 თებერვალი 2020, 12:01 2260 ნახვა

თამარის დასახლებაში, 23 კორპუსის წინ, ბარაკული ტიპის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა. შენობის დაზიანებულ მხარეს მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს, რომელიც სველი წერტილების გარეშე დარჩა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეზობლები ამბობენ, რომ  შენობა ავარიულია და  იქ ცხოვრება საფრთხის შემცველი. ორსართულიან ბარაკული ტიპის სახლში 28 ოჯახი ცხოვრობს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ  შენობა ავარიულია და აღდგენას არ ექვემდებარება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი