თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე და მედიის კონტროლის მცდელობა - ასე აფასებენ „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიერ ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოხსენიებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა წამყვანი იმ პირის მიწვევის გამო გააკრიტიკა, რომელსაც ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარა ედება ბრალად. ოხანაშვილმა რამდენჯერმე ახსენა მასთან მიმართებით მორალი და ზნეობა. მანამდე ჩიხლაძე ასევე აგრესიული ფორმით მმართველი გუნდის სხვა ლიდერმაც აკრიტიკა. ფაქტებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა - ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ - აღნიშნულია განცხადებაში.
ფაქტს ტვ პირველი დირექტორმა პირდაპირ უწოდა მედიის კონტროლის მცდელობა, „ღამის ამბების“ რედაქციამ კი განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, თითქოს ტელევიზიამ დაარღვია ეთიკური სტანდარტები. თავდასხმის ახალი ტალღა მთავრობისითვის არასასურველ მედიაზე და სოლიდარობა თამარ ჩიხლაძეს