ბათუმში თოვლის გამო გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად პრობლემად რჩება ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება. ქუჩების უმეტეს ნაწილში მოყინულია ტროტუარები. მერიის დადგენილებით, კომერციულ ობიექტებს ევალებათ მათი პერიმეტრი თავად გაწმინდონ.
როგორც შპს სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, კომერციულ ობიექტების უმეტესობამ ეს ვალდებულება არ შეასრულა.