1 113-ს მიაღწია ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა საერთო ჯამში 44 600-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებული 4 740 პაციენტი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ამასთანავე, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანის პროვინციაში დამატებით 20 000-მდე მედპერსონალი გაიგზავნა და მათ უახლოეს დღეებში მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ოფიციალური დასახელება სოვიდ D-19 მიანიჭა.