ძლიერ ყინვებთან დაკავშირებით საგანგებო მოსახლეობას აფრთხილებს

11 თებერვალი 2020, 16:56 1579 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა, რომლებზეც ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაადგილდნენ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი