კორონავირუსის გავრცელების პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან

09 თებერვალი 2020, 18:06 1608 ნახვა

სპეციალისტები მიჩნევენ, რომ კორონავირუსი პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან მიაღწევს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამ დასკვნამდე ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების კვლევების სკოლის მეცნიერები მივიდნენ. გამოცემის ინფორმაციით, დაავადების კულმინაციის ზუსტი დროის დაფიქსირება ძნელია, რადგან ვირუსთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ განუსაზღვრელია.

იაპონიაში საკრუიზო ლაინერში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ვირუსი კიდევ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ევაკუირებულები არიან. საფრანგეთში, სათხილამურო კურორტ ლე კონტამინ-მონჟუაზე, კი ხუთი ბრიტანელი დაავადდა.

ჩინეთის ქალაქ უხანში, კორონავირუსით ამერიკისა და იაპონიის მოქალაქეები დაიღუპნენ. ჩინეთში ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ეპიდემიის ეპიცენტრიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. ვირუსით ჯამში 811 ადამიანია დაღუპული. ქვეყანაში დაინფიცირების 37,198 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში