იანვარში ზეთის, რძის, მარცვლეულის და შაქრის ფასი გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა - FAO

08 თებერვალი 2020, 14:34 2009 ნახვა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - იანვრის ჩათვლით, მეოთხე უწყვეტი თვე იზრდებოდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ფასების ინდექსი დეკემბრის თვიდან 0,7 გაიზარდა და 182,5 ქულა შეადგინა, რაც 11,3% პროცენტით გასული წლის იმავე პერიოდს აღემატება.

ფასები გაიზარდა ზეთზე, რძეზე, მარცვლეულსა და შაქარზე, ხორცზე კი შემცირდა.

"პალმის, სოიოსა და მზესუმზირის ზეთზე ფასების ზრდის შედეგად იანვარში მცენარეულ ზეთზე ფასებში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნულია. ფასების ზრდაზე გავლენა იქონია კორონავირუსის გამო საერთაშორისო ვაჭრობაში კერძოდ კი ინდოეთსა და მალაიზიაში გაჩენილმა სირთულეებმა. 5,5% გაიზარდა ფასები შაქარზე, რისი მთავარი მიზეზი პროდუქტის ექსპორტიორ ქვეყნებში დაგეგმილზე ნაკლები წარმოება იყო"-ამბობენ ორგანიზაციაში.

ჩამოთვლილი პროდუქტებისგან განსხვავებით იანვარში 4%-ით შემცირდა ხორცის ფასები. რომელმაც ბოლო 11 თვის მანძილზე პირველად აჩვენა კლების ტენდენცია.

"ფასების კლების მთავარი მიზეზი ჩინეთის მხრიდან შემცირებული იმპორტი და აღმოსავლეთის ქვეყნებში საქონლის და ღორის ხორცის დიდი მარაგი იყო. 2,9% გაიზარდა მარცვლეულის ფასები, იანვარში ყველაზე მაღალი ფასი ხორბალზე დაფიქსირდა მას კი სიმინდი და ბრინჯი მოსდევს. 0,9% არის გაზრდილი რძის პროდუქტები"- წერია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი