მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინონ ყველა პასუხისმგებელ მხარეზე - სალომე ზურაბიშვილი

08 თებერვალი 2020, 11:59 1390 ნახვა

"ე.წ გამშვები პუნქტის დაკეტვა კიდევ ერთ მაგალითია ადამიანის უფლებების დარღვევის, ოკუპირებული ცხინვალის მიერ. გადაადგილების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინონ ყველა პასუხისმგებელ მხარეზე", —  ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას.

პრეზიდენტმა მიმართვა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი გუშინ დილიდან კვლავ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი