იაპონიაში საკრუიზო გემზე კორონავირუსი კიდევ 41 მგზავრს დაუდასტურდა

07 თებერვალი 2020, 14:13 1460 ნახვა

იაპონიაში საკრუიზო გემზე კორონავირუსი კიდევ 41 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ჯამში გემზე ახალი ვირუსით სულ 61 პაციენტია ინფიცირებული.

ბორტზე დაახლოებით 3,700 ადამიანი იმყოფება, რომელიც იაკოჰამაში კარანტინში იმყოფებიან. გემზე შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის მამაკაცს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, მოგვიანებით კი დაუდასტურდა.

დაინტიფიცირებული  მგზავრები იაპონიის კლინიკებში გადაიყვანეს.  მგზავრების ვირუსზე ტესტირების პროცესი გრძელდება.

გემზე მყოფი მგზავრები არსებული ვითარებით შეშფოთებული არიან. ერთ-ერთმა მგზავრმა გემბანზე იაპონიის დროშა გადმოფინა წარწერით "მედიკამენტების ნაკლებობაა".

61 ვირუსდადასტურებული პაციენტიდან: 28 იაპონიის, 11 ამერიკის, 7-7 ავსტრალიისა და კანადის, 3 ჩინეთის, თითო კი დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის, ტაივანის, ფილიპინების და არგენტინის მოქალაქეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი