თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორივე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ მოათავსეს, ლუგარის ლაბორატორიის ოფიციალური დასკვნით B ტიპის ვირუსი დაუდგინდა და ახალი ტიპის კორონავირუსი არ უფიქსირდება. მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი არ აღენიშნება, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს, საქართველოს მოქალაქეს. ორივე პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.