დღეს კრემლში ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ სტუმრებს, კართან სიცხე გაუზომეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი ანტონ ჟენლოვი ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ამ ზომას კორონავირუსისგან თავის დასაცავად მიმართეს, ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი ადასტურებს.