ფეხებზე არ გკიდიათ? თქვენს შვილებს ხო არ შიათ და თქვენს დედებს ხო ქუჩაში არ სძინავთ! - მოქალაქის წერილი

05 თებერვალი 2020, 12:27 2404 ნახვა

აკა სინჯიკაშვილის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

რაღაცის თქმა მინდა რა!
გუშინდელი ტრაგედია, სადაც ორი ქალი და ოთხი ბავშვი ცოცხლად დაიწვა, ვუყურებ როგორ გამოიყენა ყველამ თავის ჭკუაზე, როგორც აქამდე მომხდარი სხვა ტრაგედიები. ვიღაცამ ისიც თქვა, ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენო. თქვენ მართლა გიჟები ხო არ ხართ? კაია თანამდებობა და მაყუთი არაა? მაძღრები ვერ ხედავთ სხვის შიმშილს არა? ამ წამს რვაასზე მეტი ბავშვი და ასზე მეტი უპატრონო მოხუცი პირადად მე მაბარია. ყველა ისეთ დღეშია, რამდენი დღეც მე ვერ მივალ, ზუსტად იმდენი დღე იქნებიან მშივრები. ავადმყოფობის მეშინია, რომ აღარ ვიცი ხოლმე ვინ გავგზავნო საჭმელის მისატანად. ლამის სახლებში დავდივართ სხვებთან, რომ ერთი სადილი საჭმელი გამოვართვათ და შიმშილისგან გალურჯებულ ბავშვებს წავუღოთ.

არ გჯერათ არა? ერთი დღე დილიდან გამომყევით და მე გაჩვენებთ როგორ წყდებიან შიმშილით, უექიმობით, უსახლკარობით და უწამლობით ადამიანები. თქვენი თვალით გაჩვენებთ მარტო თბილისში კი არა, ნებისმიერ რეგიონში სადაც მეტყვით. სოციალური დახმარება რომ ამოგიღიათ ხმალივით და იძახით რომ ხალხს ეხმარებით, გაჩვენოთ რამდენს და რანაირ ხალხს აქვს მოხსნილი, შეჩერებული და დავიწყებულია საერთოდ? მერე თუ გინდა იმასაც გაჩვენებთ, ვის აქვს დანიშნული.
ფოტოზე რომ ხედავთ, ასე რამდენი ადამიანი ათენებს ქუჩაში იცით? ძველი საბნები დაგვაქვს მთელი ღამე და ვუტოვებთ, რომ არ გაიყინონ. მაგასაც გაჩვენებთ თუ გამომყვებით. არავისი სტატისტიკა არ მჭირდება, იმისთვის რომ ვიცოდე რამდენი ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველდღე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

თქვენ ამ ამბებს როდის იგებთ იცით? როცა ყველასთვის დასანახი დიდი ტრაგედია ხდება, თორემ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა სათითაოდ უპატრონობით იცით? მარტო იმის გამო, რომ გვიან გავიგე, ვერ მივასწარი და ტვინს მიხეთქავს ახლა, რომ წინა დღეს რომ მივსულიყავი, იქნებ რამე მეშველა.
ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანაში შიმშილი და უმუშევრობა არ არის და სიღარიბე დაძლეულია, უბრალოდ ან გარშემო არ იყურება, ან დიდი ნაბიჭვარია, რომელიც ძვლის და ხორცის გროვებად ხედავს ამდენ უბედურს. მთავრობა კიდევ ყველა ერთნაირია, ახალიც, ძველიც და ასჯერ ძველიც. უბედურს, ობოლს და საცოდავს არავინ არასოდეს ეხმარებოდა და ახლაც ეგრეა რა თქმა უნდა. გადაივლის ეს ამბავიც და ყველა ისევ ისეთ უბედურებაში დარჩება, როგორც აქამდე იყო.
თქვენ კიდევ ცვალეთ სკამები და ძალაუფლებები, დაჭამეთ ერთმანეთი პარტიების სახელით და მოგვეცით ახალი აუსრულებელი დაპირებები. ფეხებზე არ გკიდიათ? თქვენს შვილებს ხო არ შიათ და თქვენს დედებს ხო ქუჩაში არ სძინავთ!
ბოდიში რა, გული მერევა უკვე ამდენ დამპალზე! 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი