სოფელ ქობულეთში მეწყერმა ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა - 40 ოჯახი უშუქოდაა

04 თებერვალი 2020, 23:07 1441 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად , სოფელ ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ
მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ   ელექტრო-გადამცემი ბოძი დააზიანა, რამაც ადმინისტრაციული ერთეულის ავარიული გამორთვა გამოიწვია. 

ქობულეთის მერიის ინფორმაციით,  "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლებმა, მალევე  უმრავლეს აბონენტებთან ელექტრო ენერგიის მიწოდება აღადგინეს. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის დენის გარეშე დარჩენილია 40-მდე აბონენტი.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები, სამუშაოებს დილიდან განაახლებენ და დაზიანებულ ბოძებს აღადგენენ.  მათივე განმარტებით, მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში აღუდგება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი