სოფელ ზანაქიძეების მცხოვრებლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს

03 თებერვალი 2020, 14:27 2546 ნახვა

სოფელ ზანაქიძეების მცხოვრებლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობის თქმით, სოფელს, სადაც 650 ოჯახი ცხოვრობს სამარშრუტო ტაქსი არ ემსახურება. ისინი „შპს აჭარტრანსრეგულირების“ ოფისთან შეიკრიბნენ და #151 სამარშრუტო ხაზის გამართული მუშაობა მოითხოვეს.

როგორც გაირკვა მძღოლები ბათუმში, თბილისის მოედანზე 39, 49 და 46  ნომერი სამარშრუტო მიკროავტობუსებთან  გაჩერებას და მგზავრების აყვანას ითხოვენ, თუმცა ვინაიდან 151 ნომერი სოფლეს ემსახურება ქალაქის ტერიტორიაზე მოძრავი მიკროავტობუსებთან გაჩერების საშუალება არ ეძლევა.

კომპანიაში გვითხრეს, რომ მერიასთან საკითხი შეათანხმეს და მძღოლებს გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი