რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. მედიას ინფორმაცია რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ მიაწოდა. ორივე დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა.
ვიცე პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციას დაიწყებს და ამავდროულად ჩინეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდება.
30 იანვარს რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში საზღვრები ჩაკეტა.