ცოტნე გამსახურდია გააღვიძეს, გარემოს ადექვატურად აღიქვამს - კონსტანტინე გამსახურდია

30 იანვარი 2020, 16:55 3021 ნახვა

"დაახლოებით 50 წუთის წინ, სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია" - წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია ქუჩაში 19 დეკემბერს დაჭრეს.

პოლიციამ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 პირი 20 დეკემბერს დააკავეს. ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს, 4 პირს კი გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი