ჩინეთში კორონავირუსით 170 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 700-ზე მეტია - ამირან გამყრელიძე

30 იანვარი 2020, 12:01 1833 ნახვა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 700-ზე მეტია. ბოლო მონაცემებით ვირუსი ჩინეთის 31 რეგიონში გავრცელდა და მთელი ქვეყანა მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს.

''დღეს, დილით მე გაწვდით ინფორმაციას, რომელსაც ჩინეთის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. დილის მონაცემებით 7 ათას 771 დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირებული, რვა კი ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან ერთი დღის განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევა 1737 -ია.  ანუ მინდა ავღნიშნო, რომ სერიოზული, სწრაფი ზრდაა ახალი შემთხვევების.ამავე დროს მძიმე შემთხვევების რაოდენობა არის 20 პროცენტი. კორონავირუსით გარდაცვლილია 170-მდე ადამიანი.

ეპიდაფეთქების დაწყებიდან, 31 დეკემბრიდან  დაავადების ექსპორტი მოხდა 16 ქვეყანაში. მათ შორის დღეს დაფიქსირდა ახალი შემთხვევები იაპონიაში. იაპონიაში არის უკვე 11 შემთხვევა. სამხრეთ კორეაში 8, ვიეტნამში 2, სინგაპურში 7, ავსტრალიაში 5, მალაიზიაში  7, ტაილანდში 14,  აშშ 5, კანადაში 3, საფრანგეთში 4, გერმანიაში 4, არაბეთის გაერთიანებულ 1, როგორც მოგახსენეთ ვირუსის სწრაფი ზრდა. ამავე დროს ძალიან სერიოზული ღონისძიებებისა რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს ვირუსის ექსპორტი მაინც ხდება. ექსპორტი მოხდა ჩინეთის თითქმის ყველა პროვინციაში. 7 ათას 700  შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა კორონავირუსის საფრთხის ფონზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასზე ჩვენს ქვეყანაში.

''რა ხდება გლობალურად - მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის დროით 2 ნახევარზე და ჩვენი დროით ექვსის ნახევარზე შედგება მსოფლიოო ჯანდაცვის ცენტრის საგანგებო სხდომა და დღეს გაჟღერდება საგანგებო კომიტეტის გადაწყვეტილება თუ როგორი უნდა იყოს გლობალური პასუხი. ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის

რა ხდება საქართველოში - გუშინ გამოიცა ჩვენი პრემიერ მინისტრის სპეციალური განკარგულება კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოში ეს გახლავთ ე.წ მულტისექტორული მიდგომა.. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ჩართულია რამოდენიმე უწყება  რომლებთან ერთადაც მიმდინარეობს კომბინირებული მუშაობა'',- თქვა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი