ახალმა კორონავირუსმა უკვე 132 ადამიანი იმსხვერპლა

29 იანვარი 2020, 14:19 1768 ნახვა

ვირუსოლოგები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება კიდევ მინიმუმ ორი კვირა გაგრძელდება.  ჩინეთში დაავადებასთან ბრძოლის უპრეცედენტო ზომებია მიღებული, მეზობელ ქვეყნებშიც დაწყებულია პროფილაქტიკური ღონისძიებები. ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ეპიდემიას ადრე თუ გვიან დაამარცხებენ.

ბოლო მონაცემებით, ახალი ვირუსით გამოწვეული პნევმონიით 132 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 5 ათას 974.  ბოლო ცნობებით, ავსტრალია აპირებს ვუჰანიდან ევაკუირებულ მოქალაქეებზე კარანტინი გამოაცხადოს.

როგორც ბიბისი იუწყება, ისინი ქვეყნიდან 2,000 კმ-ით დაშორებულ კუნძულ ქრისთმეს აისლენდზე  განთავსდებიან და ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ევაკურიებულია 600 მოქალაქე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში