საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყვიტა

29 იანვარი 2020, 11:32 1884 ნახვა

"საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დროებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა"-ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. 

"შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე 2020 წლის 29 მარტამდე. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა"-წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი