კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების ბათუმის აეროპორტშიც ამოწმებენ

27 იანვარი 2020, 10:10 5968 ნახვა

თბილისის შემდეგ, კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო ქუთაისის აეროპორტშიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით უზომავენ და მათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ეკითხებიან.

ანალოგიური პროცედურები ტარდება ბათუმის აეროპორტშიც. საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა.

ბათუმი აეროპორტში ჩინეთიდან პირდაპირი რეისები არ სრულდება. 

ვირუსით დაღუპულთა რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 3 ათასამდე ადამიანი. კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაშიც. საფრანგეთში ვირუსით 3 ადამიანია დაინფიცირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი