კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ხარისხი შესაძლოა შეიცვალოს

26 იანვარი 2020, 17:59 1805 ნახვა

კორონავირუსის ახალმა ტიპმა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ახალი მახასიათებლები შეიძინოს, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში რისკის ხარისხი შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მა სიაოვეიმ განაცხადა.

ბოლო ინფორმაციით ვირუსს, 56 ადამიანი ემსხვერპლა, დაიღუპა. დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2, 000 ადამიანს მიაღწია, აქედან 1,975 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა კანადაში. პირი, რომელსაც დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია.

აშშ, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩარტერული ავიარეისების საშუალებით საკუთარი მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია სურთ რუსეთს, სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოსაც.დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში