საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს - თუმცა ქვეყანაში შემოსული ყველა მგზავრი აეროპორტშივე მოწმდება.
ამოწმებენ მგზავრებს, რომელთაც ჩინეთი აქვთ გამოვლილი, ან რაიმე შეხება ჰქონდათ კორონავირუსთან. მათ თერმული სკრინინგი უტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა ეზომებათ.